ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ფოთში კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ქალაქ ფოთში, კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს!
პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღია კომპლექსის მშენებლობას, კერძოდ:
ჩოგბურთის კორტის მოწყობას, 270 ადგილიანი ტრიბუნით, მინი-საფეხბურთო მოედნის (გასახდელის შენობის, საშხაპითა და სან -კვანძით) და მცირე ზომის დასასვენებელი სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. კომპლექსის სამივე მხარეს მოეწყობა ღია ავტოსადგომები.
აშენდება პენსიონერთა კლუბის სახლი;
ქუჩის გასწვრივ, ბულვარზე ზღვის მხარეს მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ძირითად ჯებირს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.
კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე განხორციელდა ,რომლის ფარგლებში სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება ,შიდა კომუნიკაციების მოწყობა და განათების სისტემის მონტაჟი განხორციელდა.

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *