ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ფოთში საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ღირებულება 14 500 000 ლარს შეადგენს, ითვალისწინებს ორი საცურაო აუზისა და 350 ადამიანზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას, სასტუმრო ოთახების, კაფის, ტრენაჟორების, პარკინგის სივრცის მოწყობას, ეზოს მოპირკეთებას და გამწვანებას. მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ჩართულობით, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით და მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით მიმდინარეობს.

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *