ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება

ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხვალიდან, 18 მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება. მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ მუნიციპალური ტრანსპორტით,რომელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღე მუშავდება.
მოგეხსენებათ, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სტრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.
ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ფოთის მუნუციპალიტეტის მერია ავრცელებს

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *