ქართული წარმოების სამედიცინო პირბადეების პირველი პარტია ხვალ მზად იქნება

ქართული წარმოების სამედიცინო პირბადეების პირველი პარტია ხვალ მზად იქნება
საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.
„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან [19 მარტი] უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- ამბობს გია ლომინაძე
კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ,,აჭარა ტექსტილის” ორი ფაბრიკა ფოთში მდებარეობს.
წყარო: Ipn.ge

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *