მსოფლიოს უხილავ მტერთან, COVID19-თან მებროლი ფოთელი გმირები

მსოფლიოს უხილავ მტერთან, COVID19-თან მებროლი ფოთელი გმირები
☣️ ადამიანები, რომლებიც ებრძვიან უხილავ მტერს COVID19-ს. ვირუსს რომელსაც ასევე ებრძვის მთელი მსოფლიო
✌️და ამ ბრძოლას ჰყავს გმირები. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ გაგაცნოთ ისინი!
😷 ქალაქ ფოთში არსებულმა აჭარა ტექსტილის სამკერვალო ფაბრიკამ აიღო ვალდებულება რომ სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუმზადოს ნახევარი მილიონი პირბადე
✅პირბადეები მზადდება დოლბანდის 12 ფენისგან რაც დიდ შრომას და გამოცდილებას მოითხოვს
✅კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი მიუხედავად რისკებისა, აცნობიერებს საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობას და საკუთარი სურვილით უერთდება ზეგანაკვეთურ სამუშაოს
✅აჭარა ტექსტილის საგამომჭრელო ნაწილი მუშაობას აგრძელებს ღამის საათებში, არასამუშაო დღეებში
აგრძელებს იმიტომ, რომ ჩვენი, თქვენი და მთელი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული!
✅ჩვენ დღეს მადლობას ვუხდით ყველას, ვისაც შეაქვს თავისი წვლილი მსოფლიოს გადასარჩენად
👏და ასევე ვუხდით მადლობას აჭარა ტექსტილის თანამშრომლებს. მადლობა პროფესიონალიზმისთვის! მადლობა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის!

leave your comment


თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *