გაიგე მეტი ჩვენთან
გაიგე მეტი ჩვენთან
loading...
image

“ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ” – რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა “რუსთავი 2”-ელებმა

9 სექ­ტემ­ბერს ეთერ­ში “მთა­ვა­რი არხი” გა­ვი­და. “რუს­თა­ვი 2”-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია “იბე­რი­ას” შე­ნო­ბი­დან მა­უ­წყებ­ლობს და მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სი­ახ­ლეს პირ­დე­ბა.
იმა­ზე, თუ რა გეგ­მე­ბი აქვს ტე­ლე­ვი­ზი­ას, რა გა­და­ცე­მე­ბი და რო­მე­ლი სა­ხე­ე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ეთერ­ში AMBEBI.GE-ს ჟურ­ნა­ლის­ტი თენ­გო გო­გო­ტიშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა, რო­მელ­მაც “რუს­თა­ვი 2”-ში 18-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა ამ ზა­ფხულს, ცნო­ბი­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა და კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ახალ არხზე გა­და­ვი­და.
– ერთი სი­ტყვით რომ ვთქვა: ეს ყვე­ლა­ფე­რი მძი­მე იყო, თუ პა­სუხს გან­ვავ­რცობთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მოც­და იყო და ასე­თი­ვე გა­და­სა­ტა­ნიც. ვი­ღა­ცას­თან შეხ­ვედ­რა, ვი­ღა­ცას­თან და­ცი­ლე­ბა – არ არის ად­ვი­ლი. საკ­მაო ასა­კი მაქვს იმის­თვის, ვი­ცო­დე, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ერთი არ არის და გუ­შინ­დე­ლი მე­გო­ბა­რი ხვალ შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი აღარ იყოს.
არ­სე­ბობ­და ვი­ღა­ცე­ბის და­კარ­გვის რის­კი… დიდი იმე­დი მაქვს, რომ რო­გორც მე­გობ­რებს, მათ არ დავ­კარ­გავ, ვინც ახალ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში “რუს­თა­ვი 2”-დან არ წა­მო­ვი­და.
loading...
loading...
loading...
File rss/rss.php not found.